26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

წლევანდელი 26 მაისის კონცეფციიდან გამომდინარე, რომელიც ასე ჟღერს - "ქრისტიანული კულტურის 1700 წლიანი ტრადიცია", ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება თბილისსა და საქართველოს გაქრისტიანებასთან ისტორიულად დაკავშირებულ 12 რეგიონში, ერთდროულად გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიების ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.

დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებს 600-მდე ჯარისკაცი შეუერთდება. ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება - პირველად, წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში, უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა - სრულად