თბილისში ლატვიის მოქალაქე, 24 წლის ეველინა სმირნოვა გაუჩინარდა - ამის შესახებ დაკარგული ახალგაზრდა ქალის ძმამ facebook ჯგუფში - Expats in Tbilisi დაწერა.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კვირას, 15 თებერვალს დაიკარგა, ხოლო პოლიციას იმავე ღამეს მიმართეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დაკარგულის ძმა პოსტში იმასაც აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქალმა ტელეფონი სასტუმროში დატოვა, ხოლო ბოლოს როცა ნახეს, უცნობ მამაკაცს ესაუბრებოდა.

"ჩემი და, ეველინა თბილისში დაიკარგა. ბოლოს კვირა დღეს ნახეს, უცხო მამაკაცს ესაუბრებოდა. პოლიცია უკვე ჩართულია, გთხოვთ, მითხარით თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ. 24 წლის, 170 სანტიმეტრი, ტელეფონი სასტუმროში დატოვა. საუბრობს რუსულად ან ინგლისურად. მე საქართველოში არ ვარ, ყველა დეტალი არ ვიცი", - დაწერა ახალგაზრდა ქალის ძმამ facebook ჯგუფში - Expats in Tbilisi.