Galt & Taggart-მა საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ ზრდის პრონგოზს ზრდის მიმართულებით გადახედა.
აქამდე საინვესტიციო ბანკი 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა, რაც უახლესი შეფასებით, 7.5%-მდე გაიზარდა.
პროგნოზის გადახედვის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მონაცემებია დასახელებული. Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, რაც წინა თვის ზრდის ტემპს შეესაბამება. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში რეალური მშპ-ს ზრდამ წლიურად 8.8%-ს მიაღწია. მაისის ზრდა განპირობებული იყო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, წარმოების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მშენებლობის სექტორებში აქტივობით, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლება დაფიქსირდა.
ამასთან, Galt & Taggart-ის მოლოდინით:
2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება;
ეროვნული ბაკნი რეფინანსირების განაკვეთს წელს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს;
საშუალო კურსი დოლართან 2.78 ლარი იქნება;
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.