აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ყოფილი ქმარი პოლიციამ დააკავა. nbcnews-ის ინფორმაციით, ვილიამ სტივენსონს ამჟამინდელი მეუღლის მკვლელობაში წაუყენე ბრალი.
მედიის ინფორმაციით, დელავერში, დიდი ნაფიც მსაჯულთა მიერ წარდგენილი ბრალდების თანახმად, 77 წლის უილიამ სტივენსონი ორშაბათს დააკავეს და ლინდა სტივენსონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.
ნიუ-კასლის ოლქის პოლიციამ გარდაცვალების შესახებ დეტალები არ გაავრცელა, თუმცა თავდაპირველ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოფიცრებმა 28 დეკემბერს, უილმინგტონის რაიონში მდებარე სახლში, ოჯახურ კონფლიქტზე რეაგირება მოახდინეს.
ლინდა სტივენსონი მისაღებ ოთახში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლების მიერ, რეანიმაციული ზომების მიღების მიუხედავად, გარდაიცვალა. იმ დროს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ მისი ცხედარი დელავერის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფისში, გაკვეთისთვის გადაასვენეს.
მედიის ცნობით, უილიამ სტივენსონის დაკავების ორდერში სიკვდილის მიზეზი არ იყო მითითებული. პოლიციის თქმით, ორშაბათს დიდი ნაფიც მსაჯულთა მიერ წარდგენილი ბრალდება სიკვდილის გარემოებების "ხანგრძლივი, კვირების განმავლობაში მიმდინარე გამოძიების" შედეგია.
