აშშ-ში, იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) ფედერალურ აგენტებთან დაპირისპირების დროს, 37 წლის მამაკაცის, ალექს პრეტის გარდაცვალება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ მკვლელობად შეაფასა, - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ჰენეპინის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პრეტის გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა იყო.

დასკვნის მიხედვით, 37 წლის ექთნის გარდაცვალების მიზეზი "ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები" გახდა.

დასკვნის თანახმად, პრეტის "სამართალდამცავი ორგანოს ოფიცერმა ესროლა" და ჰენეპინის სამედიცინო ცენტრის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა.