აშშ-ში, ნევადის შტატში, 7 მიწისძვრა დააფიქსირეს, რომელთაგან ყველაზე ძლიერის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისძვრების სერიაში 4,8 ბალიანი მიწისძვრა ყველაზე ბოლო იყო. ბიძგები იგრძნობოდა ლას-ვეგასშიც. სხვა ბიძგების სიმძლავრე შედარებით სუსტი იყო და 1,1-დან 3,3 მაგნიტუდამდე მერყეობდა.
ექსპერტების განმარტებით, ბიძგები სავარაუდოდ გამოწვეული იყო ტექტონიკური აქტივობით ერთ-ერთი მრავალი რღვევის სისტემის გასწვრივ, აუზისა და ქედის პროვინციაში, რეგიონში, სადაც დედამიწის ქერქი თანდათან იშლება, რაც ხშირ მიწისძვრებს იწვევს.