აშშ-ში, ქალაქ გეინსვილში, საავტომობილო გზაზე პატარა ზომის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა, რის შედეგადაც რამდენიმე მანქანას შეეჯახა და მთავარი გზაჯვარედინი გადაკეტა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

გეინსვილის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ერთძრავიანი თვითმფრინავი გადატვირთულ გზაჯვარედინზე დაეშვა მას შემდეგ, რაც პილოტმა მექანიკური პრობლემების შესახებ განაცხადა. თვითმფრინავი გზაზე დაშვების მცდელობისას რამდენიმე მანქანას შეეჯახა.

პოლიციის თქმით, პილოტი და ბორტზე მყოფი ერთი მგზავრი უვნებლად გადარჩნენ. კიდევ ორი ​​ადამიანი, ავარიაში მონაწილე მანქანების მძღოლები, დაზღვევის მიზნით, ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გეინსვილის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, ჯოშ შერიდანმა განაცხადა, რომ პილოტმა გამომძიებლებს თვითმფრინავის მექანიკური პრობლემებისა და ყველაზე უსაფრთხო ადგილას დაშვების მცდელობის შესახებ აცნობა.