სამხრეთ აფრიკაში, სკოლის 12 მოსწავლე დაიღუპა, როდესაც მათი მიკროავტობუსი იოჰანესბურგის სამხრეთით, სატვირთო მანქანას შეეჯახა.
BBC-ის ინფორმაციით, 12-ვე მოსწავლე ადგილზე დაიღუპა, კიდევ 3 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად არასტაბილურია.
პოლიციის ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლი სატვირთო მანქანას ორი მანქანის გასწრების მცდელობისას შეეჯახა. ის საავადმყოფოდან გაწერეს და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
