რუსი მოცურავის ცხედარი, რომელიც გასული წლის აგვისტოში, ბოსფორის სრუტეში, კონტინენტთაშორისი ცურვის დროს გაუჩინარდა იპოვეს. ნიკოლაი სვეჩნიკოვის მშობლებმა ცხედარი უკვე ამოიცნეს და ოჯახი ამჟამად ცხედრის რეპატრიაციის პროცესშია.

მამაკაცის ცხედარი ბეშიქთაშის რაიონში იპოვეს. ის ბოსფორის სრუტეში, ცურვის ფინიშის ხაზთან ახლოს აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, ყველა იურიდიული პროცესების დასრულების შემდეგ, ოჯახი ცხედრის სამშობლოსი გადასვენებას შეძლებს.

სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, დნმ-ის ტესტირებამ დაადასტურა, რომ ბოსფორში ნაპოვნი ცხედარი ნიკოლაი სვეჩნიკოვს ეკუთვნის.

29 წლის სპორტსმენმა, ნიკოლაი სვეჩნიკოვმა, 24 აგვისტოს, სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე ცურვაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მამაკაცი ფინიშთან არ მისულა. მისი გაუჩინარება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შენიშნეს.