დიდ ბრიტანეთში, დორსეტში, 30 წლამდე ქალი, Durdle Door-ის პოპულარულ სანაპიროზე წლის ყველაზე ცხელ დღეს გარდაიცვალა.
სანაპირო მაშველები, სასწრაფო დახმარების მანქანა, ვერტმფრენი და პოლიცია იყო გამოძახებული. სასწრაფო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალის რეანიმირება ვერ შეძლეს და ის ადგილზე გარდაცვლილად გამოაცხადეს.
მედიის ინფორმაციით, უცნობია, ქალი სიკვდილამდე წყალში იმყოფებოდა თუ შეტევა სანაპიროზე მიიღო. ტრაგედია წლის ყველაზე ცხელ დღეს მოხდა, ლონდონში, სენტ ჯეიმსის პარკში, თერმომეტრმა 30,1 გრადუსი ცელსიუსით დააფიქსირა.
მაღალი ტემპერატურის ფონზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ, სიცხის გამო 5 დღიანი გაფრთხილება გამოსცა.