კანადის ბრიტანეთის კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სწრაფად მზარდი ხანძრის გამო დასავლეთ კანადაში 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. განადგურდა სახლები, ხანძარი კი ოკანაგანის ტბის გასწვრივ მდებარე ქალაქებისკენ ვრცელდებოდა.
პრემიერ-მინისტრმა დევიდ ებიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან პროვინციაში 100-ზე მეტი კერა მძვინვარებდა.
ტყის ხანძარი პირველად 7 აგვისტოს, საღამოს, შენიშნეს. რამდენიმე საათში ცეცხლი ასობით კილომეტრ ფართობს მოედო და სწრაფად გავრცელდა.
