რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებით მასშტაბური, კომბინირებული შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 20 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დარტყმის ადგილებში ხანძარი გაჩნდა და თავდასხმის შედეგად ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
საპასუხო დარტყმები განახორციელა უკრაინამ. დრონებით შეტევის შედეგად რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ კომპლექსში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
