აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამაღამ ირანი არსებობას შეწყვეტს. "დღეს ღამით, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და აღარასდროს აღდგება" - წერს ტრამპი.
მისი თქმით, დღეს ღამით, მსოფლიოს გრძელი და რთული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იქნება.
"დღეს ღამით, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და აღარასდროს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ დიდი ალბათობით ასეც მოხდება. თუმცა, ახლა, როდესაც ტოტალური რეჟიმი შეიცვალა, სადაც სხვა, უფრო ჭკვიანი, ნაკლებად რადიკალური ადამიანები არიან, შესაძლოა რაღაც რევოლუციური და კარგი მოხდეს. ვინ იცის? ამას დღეს ღამით გავიგებთ, მსოფლიოს გრძელი და რთული ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში. 47 წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიადი ერი", - წერს დონალდ ტრამპი.
