აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ვეღარ ცნობს. დოლად ტრამპს ამის მაგალითად საფრანგეთი მოჰყავს.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპა "სწორი მიმართულებით არ მიდის", განსაკუთრებით - იმიგრაციის პოლიტიკის კუთხით.

"ევროპაში ზოგიერთ ადგილს ვეღარ იცნობ", - თქვა ტრამპმა და ამის მაგალითად საფრანგეთი მოიყვანა.

აშშ-ის პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპის დედაქალაქებმა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში "მასიური არალეგალური იმიგრაცია" დაუშვეს.

"ეს დაკარგული პოტენციალია", - ამბობს ტრამპი.