პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტით დაიმუქრა და მადრიდი ნატო-სთან თანამშრომლობის სურვილის არქონაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ესპანეთმა ირანზე დარტყმების მისატანად აშშ-ს ნატო-ს საერთო ბაზების გამოყენება აუკრძალა.
"ვფიქრობ, ისინი საერთოდ არ თანამშრომლობენ. ესპანეთი ძალიან ცუდად იქცევა, სულაც არ იქცევიან კარგად. ჩვენ შეგვიძლია ესპანეთთან ვაჭრობა შევწყვიტოთ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ მადრიდი "ძალიან ცუდად მოექცა ნატო-ს" და არ სურს "თავისი სამართლიანი წილის გადახდა".
ტრამპმა ალიანსის მიმართ მადრიდის პოლიტიკა ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ესპანეთი ნატოს დაცვით სარგებლობს, თუმცა დიდი ხანი ეწინააღმდეგებოდა თავდაცვის ხარჯების გაზრდას.
ეს განცხადებები ვაშინგტონსა და მადრიდს შორის დაძაბულობის ფონზე გაკეთდა, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომთან დაკავშირებით ესპანეთის კრიტიკით არის გამოწვეული.
