ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, კონგრესის თანამომხსენებლები, ბერნდ ფორინგერი (გერმანია, EPP/CCE) და სტიუარტ დიკსონი (დიდი ბრიტანეთი, ILDG), საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
ევროპის საბჭოს კონგრესის მომხსენებლები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, გმობენ და მოუწოდებენ, გააუქმონ აღნიშნული ქმედებები.
"ვგმობთ "ოცნების" გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით" - აღნიშნავენ ევროპის საბჭოს კონგრესის მომხსენებლები.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კონვენციაში წერია, რომ სასამართლოსთვის მიმართვა ფუნდამენტური უფლებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია.

 
                          
     
  
  
  
  
  
  
  
  
         
     
     
     
    