საქართველოს რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციები დაწესებული არ აქვს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა საქართველოს ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, "მის მიერ დაქირავებული ენჯეოების თავდასხმით პასუხობს, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ბრიუსელის საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს".

"საინტერესოა, რომ ბრიუსელი ჩვენს მიერ სანქციების სისტემის დაცვას ამგვარი დაფინანსებული პროპაგანდით პასუხობს.

ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციები დაწესებული არ აქვს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა საქართველოს ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა.

როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული ენჯეოების თავდასხმით პასუხობს, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ბრიუსელის საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს", - წერს შალვა პაპუაშვილი.