აშშ-ში, ნიუ-იორკში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა. cbsnews-ის ინფორმაციით, წაქცეულია ხეები, დატბორილია საავტომობილო გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. წყალდიდობამ პრობლემები შექმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ბრუკლინში, ზემო მანჰეტენის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. გარდაცვლილები 39 და 43 წლის მამაკაცები არიან. ისინი მაშველებმა სხვადასხვა რაიონში, საცხოვრებელი სახლის სარდაფებში იპოვეს.
cbsnews-ის ცნობით, ნიუ-იორკში რეკორდული წვიმა მოვიდა, რამაც ზოგიერთ რაიონებში წყალმოვარდნები და მოულოდნელი წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 
                          
     
  
  
  
  
  
  
  
  
         
     
     
     
    