აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი "დაჭრილი და, სავარაუდოდ, დასახიჩრებულია" და ამტკიცებს, რომ ირანის ხელმძღვანელობა აშშ-ის სამხედრო ოპერაციების გამო მნიშვნელოვნად დასუსტებულია.

"ირანის ხელმძღვანელობა კარგ მდგომარეობაში არ არის - სასოწარკვეთილები არიან, იმალებიან, იატაკქვეშ გადავიდნენ, შიშისგან კანკალებენ - ეს არის ის, რასაც ვირთხები აკეთებენ", - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს. "ჩვენ ვიცით, რომ ახალი, ე.წ. არც ისე უზენაესი ლიდერი დაჭრილი და, სავარაუდოდ, დასახიჩრებულია".

თავდაცვის მინისტრმა, ასევე გამოთქვა ეჭვი, ირანის ახალი ლიდერის სახელმწიფო ტელევიზიით წაკითხული პირველი სავარაუდო შეტყობინების სიზუსტეზეც.

"გუშინ მან განცხადება გაავრცელა, საკმაოდ სუსტი, თუმცა არც ხმა და არც ვიდეო არ იყო", - თქვა ჰეგსეთმა. მან დასძინა: "ირანი სავსეა კამერებითა და ჩამწერებით, მაშ, რატომ წერილობითი განცხადება? ვფიქრობ, თქვენც იცით, რატომ. მისი მამა გარდაცვლილია. ის შეშინებულია, დაჭრილია, იმალება და არალეგიტიმურია. მათთვის ეს სრული არეულობაა".