ირანის ექსპერტთა ასამბლეამ თითქმის გადაწყვიტა, ვინ იქნება ქვეყნის შემდეგი უზენაესი ლიდერი მას შემდეგ, რაც მისი დიდი ხნის მმართველი, აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა, - წერს CNN-ი.
"გამოიკვეთა გადამწყვეტი და ყოვლისმომცველი მოსაზრება, რომელიც უმრავლესობის პოზიციას ასახავს", - განაცხადა პარლამენტის წევრმა, აიათოლა მოჰამედ მეჰდი მირბაგერიმ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ფარსის" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
თუმცა, კანდიდატის ვინაობა არ დასახელებულა. მირბაგერიმ განაცხადა: "ამ რთულ ვითარებაში დაბრკოლებები წარმოიქმნება და ეს სამუშაო ფრთხილად უნდა შესრულდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული დავის საგანი".
"ხამენეი, რომელიც თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში რკინის მუშტით მართავდა ქვეყანას, ოფიციალურად გამოცხადებული მემკვიდრის გარეშე მოკლეს, რის გამოც მისი მემკვიდრის არჩევა ქვეყნის სასულიერო რეჟიმს დაეკისრა", - აღნიშნულია CNN-ის სტატიაში.
ცნობისთვის, შემდეგ უზენაეს ლიდერს ექსპერტთა ასამბლეა აირჩევს, რომელიც 88 მაღალი რანგის სასულიერო პირისგან შემდგარი, არჩეული ორგანოა.
