შაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანი გოგონათა სკოლის დაბომბვაში დაადანაშაულა, რამდენიმე მედიასაშუალებამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებები, სავარაუდოდ, აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგი იყო, - იუწყება THe hill-ი.

ამასთან დაკავშირებით ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"რაც მე ვნახე, იქიდან გამომდინარე, ეს ირანმა გააკეთა", - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს, სანამ კითხვას თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს დაუსვამდნენ, რომელიც პრეზიდენტის გვერდით იდგა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიძიებთ ამ საკითხს. ერთადერთი მხარე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს - ეს ირანია", - თქვა ჰეგსეთმა.

ტრამპის თქმით, სკოლა ირანმა დაბომბა და დასძინა, რომ მათი რაკეტები ძალიან არაზუსტია.

"როგორც იცით, მათი საბრძოლო მასალა ძალიან არაზუსტია. მათ საერთოდ არ აქვთ სიზუსტე", - განაცხადა ტრამპმა.

მედიის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც შეერთებულ შტატებს და არც ირანს საკუთარ თავზე არ აუღია.