ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია, ქმედუუნაროა და მკურნალობას წმინდა ქალაქ ყუმში გადის - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამის შესახებ დიპლომატიურ ჩანაწერშია აღნიშნული, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-სა და ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს გაუზიარეს.

The Times-ის მიერ მოყვანილ დიპლომატიურ ჩანაწერში ნათქვამია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ვერ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ზრდის გაურკვევლობას იმის შესახებ, თუ ვინ მართავს ქვეყანას.

ცნობისთვის, მოჯთაბა ხამენეი აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმის დროს დაიჭრა, რომლის შედეგადაც მისი მამა აიათოლა ალი ჰამენეი და ოჯახის სხვა წევრები დაიღუპნენ.