აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა, დაბლოკეს დემოკრატების მცდელობა, აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმები შეეწყვიტათ. როგორც Reuters-ი წერს, დონალდ ტრამპის პარტია, დემოკრატების მხრიდან რესპუბლიკელი პრეზიდენტის საომარი უფლებამოსილებების შეზღუდვის მცდელობების ჩაშლას აგრძელებს.

მედიის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის შემოკლებულ "ფორმალურ" სხდომას ნიუ-ჯერსის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი, კრის სმიტი უძღვებოდა, რომელმაც ის იქამდე დაასრულა, ვიდრე დემოკრატიული ფრაქცია ერთხმად მიიღებდა რეზოლუციას, რომლითაც აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დასრულებას მოითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი ქმედებები ძირითადად სიმბოლური იყო, წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, წამყვანმა დემოკრატებმა პირობა დადეს, რომ მომავალ კვირას, არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, ომის უფლებამოსილების შესახებ კენჭისყრას ხელახლა გახსნიან.