მაშველების ცნობით, იტალიაში, დოლომიტის ალპებში ზვავმა ხუთი გერმანელი მთამსვლელის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილებს შორის17 წლის გოგო და მისი მამა არიან.
მედიის ინფორმაციით, შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, მთამსვლელები, რომლებიც ცალ-ცალკე ჯგუფებად მოძრაობდნენ, ორტლერის ალპებში, ციმა ვერტანას მწვერვალზე ადიოდნენ, როდესაც ისინი ზვავმა დაფარა.
იტალიის სამთო სამაშველო სამსახურის, Soccorso Alpino e Speleologico-ს ცნობით, სამკაციანი ჯგუფი ზვავმა მთლიანად დაფარა და ისინი ადგილზე დაიღუპნენ.
მედიის ცნობით, მამა-შვილიც ზვავმა დაფარა. მათი ცხედრები შემთხვევის მეორე დღეს იპოვეს. ზვავს გადაურჩა 2 მთამსვლელი, რომლებიც მესამე ჯგუფში იყვნენ.
გადარჩენილებმა განგაში ატეხეს, რის შემდეგაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
