დიდ ბრიტანეთში, სტუდენტთა ჯგუფმა, რომელიც სასწავლო გათხრებს ატარებდა, კემბრიჯის გარეუბანში, ვიკინგების ეპოქის მასობრივი საფლავი აღმოაჩინა, რომელშიც "უკიდურესად მაღალი" მამაკაცის დანაწევრებული ნეშტი იყო დაკრძალული, რომელსაც, როგორც ჩანს, თავის ტვინზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.
კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ აღმოჩენილი ნეშტი, სავარაუდოდ, მე-9 საუკუნის ბრძოლის დროს ან მის შემდეგ სიკვდილით დასჯილი პირისაა.
საერთო საფლავში, თავის ქალების რაოდენობის მიხედვით, 10 ადამიანი იყო დამარხული. მათგან, სულ მცირე ერთს, თავი აქვს მოკვეთილი.
დაკრძალული მამაკაცებიდან ერთ-ერთი 196 სმ სიმაღლის იყო, რაც არქეოლოგების თქმით, იმ დროისთვის "უკიდურესად დიდი სიმაღლეა", რადგან იმ დროისთვის, რეგიონში საშუალო სიმაღლე დაახლოებით 168 სმ-ს შეადგენდა.
