დასავლეთ კოლუმბიაში, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო სამუშაოები მეორე დღეა გრძელდება. როგორც Reuters-ი წერს, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 164-მდე გაიზარდა.
მედიის ინფორმაციით, მიწისძვრამ მრავალსართულიანი შენობები ნანგრევებად აქცია ისეთ ქალაქებში, როგორიცაა პერეირა და კალი. ასევე, მანისალესის ისტორიული საკათედრო ტაძრის ერთ-ერთი კოშკი დაანგრია.
სამაშველო ჯგუფები, რომლებსაც პოლიცია, ჯარისკაცები და მოხალისეები ეხმარებიან, მთელი ღამის განმავლობაში, მძიმე ტექნიკის გამოყენებით ნანგრევების ქვეშ გადარჩენილებს ეძებდნენ.
