კოლუმბიის სამხრეთით მდებარე ქალაქ პოპაიანში გამართულ გამოფენაზე, ყველგანმავალი მაყურებლებს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც შეჯახების მომენტი ჩანს.
Reuters-ის ინფორმაციით, ვიდეოს ავთენტურობის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ შეძლო. თუმცა, კოლუმბიურ გაზეთ "ელ ესპექტადორზე" დაყრდნობით წერს, რომ მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი 10 წლის გოგონა იყო.
