გასულ წელს საფრანგეთში 912 უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა. Le Parisien-ი, ფრანგულ ასოციაცია Morts de la rue-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ უსახლკაროების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 47,7 წლამდეა შემცირებული.
ასოციაციის ცნობითვე, ყველაზე პატარა რამდენიმე დღის, ყველაზე ხანდაზმული კი 93 წლის იყო.
"ყველა მაჩვენებელი საგანგაშოა; აუცილებელია გადაუდებელი მობილიზება", - აცხადებს Les Morts de la Rue-ის წევრი ადელ ლენორმანდი.

 
                          
     
  
  
  
  
  
  
  
  
         
     
     
     
    