ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინაში რუსეთი ომის დასასრულებლად რთული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ეს განცხადება რუტემ კიევში, უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

გარდა ამისა, პარლამენტში გამოსვლისას რუტემ განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ შეიარაღების შესყიდვის პროგრამა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოთხოვნილებების 90%-ს ფარავს.