პალმა დე მალიორკა - ქაოსი ტერმინალში: Ryanair-ის მგზავრს პალმა დე მალიორკას აეროპორტში რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, რადგან მისი ხელბარგი ძალიან დიდი იყო. დამატებითი გადასახადის საფრთხის წინაშე მყოფი მამაკაცმა აგრესიულად მოიქცა - ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მან Ryanair-ის რეგისტრაციის თანამშრომელს სახეში თავით დაარტყა, რამდენიმე კბილი ჩაუმტვრია და სისხლიანი ჭრილობა დაუტოვა.

შემთხვევის გამო, პალმა დე მალიორკადან მადრიდში მიმავალი რეისი დაგვიანებით, აგრესიული თავდამსხმელის გარეშე გაფრინდა.