მოსკოვში, "ოჯახური ღირებულებების ორგანიზაციის" ხელმძღვანელი ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.
ირინა რუდნიცკაია კლინიკური ფსიქოლოგი, მრავალშვილიანი დედა და "ოჯახების, ბავშვიანი ოჯახების და სოციალურად დაუცველი ჯგუფების თანამეგობრობის“ ხელმძღვანელია. მას არასრულწლოვანებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, რისთვისაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მედიის ინფორმაციით, თავად რუდნიცკაიას 12 აყვანილი შვილი ჰყავს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ "რუზას ყველა ობოლი შეკრიბა“ და ასევე აღიარა, რომ ჩეჩნეთის ომში მოხალისედ იბრძოდა.
