მწვავე კრიზისი ბრიტანულ პოლიტიკურ ელიტაში - პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პოლიტიკური მომავალი მზარდი წნეხისა და გახმაურებული სკანდალების ფონზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ადმინისტრაციის უფროსის ხმაურიანი წასვლის შემდეგ, პოსტი ამჯერად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ტიმ ალანმა დატოვა.
საკადრო რყევების მიზეზი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული პირის ელჩად დანიშვნას უკავშირდება. რეკომენდაცია, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა აიღო.
პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ბრიტანული ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს.
ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი აცხადებს, რომ ყველაზე არაპოპულარული და უსარგებლო პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება.
"დაუნინგ სტრიტზე პრემიერის რეზიდენციაში ფარდები ჩამოფარებულია, ყველაზე არაპოპულარული და უსარგებლო პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება! მანდელსონის საგა ყველაფერს გვიყვება, რაც უნდა ვიცოდეთ: მასშტაბებზე და მასში ჩართული ადამიანების რაოდენობაზე. კორუფციის ასეთმა დონემ ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია", - განაცხასდა ნაიჯელ ფარაჯმა.
შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ანას სარვარი კი აცხადებს, რომ არ დაუშვებენ პრემიერის ადმინისტრაციის მარცხმა ქვეყნის წარუმატებლობა გამოიწვიოს.
"ეს პროცესები უნდა დასრულდეს და ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. არ დავუშვებთ, რომ პრემიერის ადმინისტრაციის მარცხმა ქვეყნის წარუმატებლობა გამოიწვიოს", - განაცხადა ანას სარვარმა.
