ლოს- ანჯელესმა კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას - ოსკარის ცერემონიას უმასპინძლა. რიგით 98-ე დაჯილდოებაზე გამარჯვებულები 24 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
საღამოს მთავარი ჯილდო რეჟისორ პოლ თომას ანდერსონის ნამუშევარმა "ბრძოლის შემდეგ ბრძოლა" მოიპოვა. ამერიკის კინოაკადემიამ კინოსურათი 2025 წლის საუკეთესო ფილმად დაასახელა. ფილმმა, საერთო ჯამში, ექვსი ოსკარი დაიმსახურა, მათ შორის - საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა მაიკლ ბი ჯორდანისთვის, რომელმაც ჯილდო "ცოდვილნში" შესრულებული მთავარი როლისთვის მოიპოვა. ამავე კატეგორიაში მას კონკურენციას ტიმოთი შალამე, ლეონარდო დიკაპრიო, ითან ჰოუკი და ვაგნერ მოურა უწევდნენ.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარი "ჰამნეტში" შესრულებული როლისთვის ჯესი ბაკლიმ მიიღო.
