რუსეთში, უფაში, 34 წლის მამაკაცმა სამი წლის ქალიშვილი ფანჯრიდან გადააგდო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცს ნერვული აშლილობა დაემართა - სავარაუდოდ, ბავშვი "ზედმეტ ყურადღებას ითხოვდა".
მამაკაცმა აივნიდან ჯერ ნივთები გადაყარა, შემდეგ კი ქალიშვილი გარეთ გადააგდო.
ბავშვი სასწაულებრივად გადაურჩა მეოთხე სართულიდან ვარდნას, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან.
მამაკაცის ცოლი და უფროსი ვაჟი შემთხვევის დროს სანატორიუმში იმყოფებოდნენ. თავად მამა დაკავებულია და მის წინააღმდეგ საქმე არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობისთვის აღძრეს.