თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ერდოღანმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი კავშირების განვითარების მნიშვნელობას.

"დღეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასეთი შესაძლებლობით სარგებლობა. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი რუსი მეგობრები ანტალიის ტურისტული ნაკადის ძირითად ნაწილს შეადგენენ“, - განაცხადა ერდოღანმა.