ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 1050-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში სულ მცირე 3 916 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის 583 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე მომუშავე 639 ადამიანია, ასევე ნეპალის არმიისა და პოლიციის თანამშრომლები არიან.
NDRRMA-ს განახლებული მონაცემების თანახმად, გასული ოთხშაბათიდან, სულ 11 993 ადამიანი გადაარჩინეს.
გაეროს ინფორმაციით, ნეპალის ზოგიერთი, ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიებთან კავშირი ჯერ კიდევ არ არის დამყარებული.
ახალი ანგარიშის თანახმად, მყინვარი, რომელიც ჩამოიშალა და დამანგრეველი წყალდიდობები გამოიწვია, კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, არასტაბილურობის თვალსაჩინო ნიშნებს ავლენდა.
