უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის მასირებულ სარაკეტო თავდასხმას კიევში და კიევის ოლქში 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 19, მათ შორის, სამი ბავშვია.

დარტყმები დედაქალაქის სამ რაიონში განხორციელდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სარკინიგზო დეპო. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო და სამძებრო ოპერაციები.