რომის პაპი ლეო XIV კონფლიქტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ღმერთი კონფლიქტებს არ აკურთხებს.
მისი განმარტებით, სამხედრო მოქმედებები არ შექმნის სივრცეს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც მხოლოდ ხალხებს შორის თანაარსებობისა და დიალოგის მოთმინებით ხელშეწყობით არის შესაძლებელი.
"ღმერთი კონფლიქტებს არ აკურთხებს. ქრისტეს მოწაფე, მშვიდობის მთავარი, არასდროს დაუჭერს მხარს მათ, ვისაც ოდესღაც მახვილი ეპყრა და დღეს ბომბებს ისვრის. სამხედრო მოქმედებები არ შექმნის სივრცეს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც მხოლოდ ხალხებს შორის თანაარსებობისა და დიალოგის მოთმინებით ხელშეწყობით არის შესაძლებელი", - წერს რომის პაპი.
