შვეიცარიაში, ბარ Le Constellation-ის ხანძრის შედეგად დაღუპულთა მემორიალი დაიწვა. ინფორმაციას the guardian-ი ავრცელებს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ხანძარი კრანს-მონტანაში, ბარ Le Constellation-ის წინ დროებით მოწყობილ მემორიალზე დანთებული სანთლების შედეგად გაჩნდა.

შვეიცარიაში, ახალი წლის ღამეს გამართულ წვეულებაზე გაჩენილი სასიკვდილო ხანძრის მსხვერპლთა მემორიალს, ცეცხლი, კვირა დილით ადრე გაუჩნდა.

მემორიალი იმპროვიზირებული პატივისცემა იყო 41 დაღუპული ადამიანისადმი, რომლებიც 1 იანვარს, დილით ადრე, სათხილამურო ქალაქ კრანს-მონტანაში, ბარ Le Constellation-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ, სადაც ძირითადად მოზარდები და ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები. ცნობისთვის, ხანძრის შედეგად 115 ადამიანი დაშავდა.