სროლა იყო სამხრეთ ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაშიც. არსებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა პოლიციელისგან მოპარული ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა. დაჭრილია ორი ადამიანი - მასწავლებელი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია და მოსწავლე გოგონა.
თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი არ სახელდება.
