სტამბოლში, ისრაელის საელჩოსთან შეიარაღებული შეტაკება მოხდა. თურქული მედიის ცნობით, 3 ეჭვმიტანილი განეიტრალებულია, 2 პოლიციელი კი დაჭრილია.

იუსტიციის მინისტრმა აკინ გურლეკმა განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მყისიერად დაიწყო.

"სტამბოლში, ბეშიქთაშის რაიონში, ისრაელის საკონსულოსთან სროლის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სტამბოლის პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამომძიებლად დაინიშნა მთავარი პროკურორის მოადგილე და ორი პროკურორი. ჩვენი პროკურორები სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს გამოძიება. მიმდინარეობს სამუშაოები ინციდენტის ყველა ასპექტის გასარკვევად, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციით. ჩვენი პროკურატურის ხელმძღვანელობით, გამოძიება საფუძვლიანად და ყოვლისმომცველად მიმდინარეობს. ჩვენ ვაცნობებთ საზოგადოებას ამის შესახებ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.