ტრამპის ადმინისტრაციას და რომის პაპს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს, - ინფორმაციას The Free Press ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაპირისპირება პაპის 9 იანვრის ტრადიციულ მიმართვას მოჰყვა, სადაც ლეო XIV-მ საერთაშორისო პოლიტიკის გამო შეშფოთება გამოხატა.
პაპმა აღნიშნა, რომ დიალოგზე დაფუძნებულ დიპლომატიას ძალისმიერი მეთოდები ანაცვლებს.
თავის გამოსვლაში ლეო XIV-მ მოითხოვა: ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში; მშვიდობა ისრაელსა და პალესტინას შორის; ვენესუელის სუვერენიტეტის პატივისცემა; მიგრანტებისა და პატიმრების უფლებების დაცვა. გამოცემა, წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პაპის სიტყვა კრიტიკად მიიღო. თავდაცვის მდივნის მოადგილემ პენტაგონში ვატიკანის ელჩი დაიბარა. არაოფიციალურ შეხვედრაზე ჩინოვნიკებმა კარდინალს "ლექცია" წაუკითხეს: პაპის გამოსვლა სტრიქონ-სტრიქონ გაარჩიეს და უკმაყოფილება გამოხატეს.
