დონალდ ტრამპის თვითმფრინავი დავოსისკენ მიმავალ გზაზე "მცირე ელექტრო პრობლემის" გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. ინფორმაციას bfm ავრცელებს.

დავოსში, გრენლანდიის საკითხზე ევროპელ ლიდერებთან მოსაზრებების გაცვლის მიზნით, დონალდ ტრამპმა, თვითმფრინავის გამოცვლის შემდეგ, საბოლოოდ გაფრენა შეძლო - წერს მედია.

თეთრი სახლის ცნობით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ვაშინგტონიდან გამგზავრების შემდეგ, დონალდ ტრამპი, Air Force One-ის ბორტზე "მცირე ელექტრო პრობლემის" გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო და მეორე თვითმფრინავით, დაგეგმილი გრაფიკიდან დაახლოებით ორ ნახევარი საათის დაგვიანებით გაფრინდა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კაროლინ ლივიტის თქმით, ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზიდან საღამოს 9:34 საათზე გაფრენის შემდეგ, Air Force One, 23:07 საათზე უკან დაბრუნდა "სიფრთხილის ზომების დაცვის მიზნით".

თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, სალონში განათება აფრენიდან რამდენიმე წამში ჩაქრა.

დონალდ ტრამპი და მისი თანმხლები პირები იძულებულნი გახდნენ, თვითმფრინავი შეეცვალათ და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოსახვედრად, სადაც პრეზიდენტი გრენლანდიის საკითხზე ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს, დაგვიანებით გამგზავრებულიყვნენ.