ტრამპმა მის მარცხენა ხელზე არსებულ სილურჯესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში ხელი მაგიდის კიდეს მიარტყა, რის გამოც დაულურჯდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პრეზიდენტმა თქვა, რომ პროფილაკტიკისთვის კრემს ისვამს.
ხუთშაბათს, თეთრმა სახლმა მსგავსი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპმა დავოსში, შვეიცარიაში, მშვიდობის საბჭოს ღონისძიების დროს ხელი დოკუმენტის ხელმოწერის მაგიდას მიარტყა.
"დავოსში გამართულ, "მშვიდობის საბჭოს" ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი ხელმოწერის მაგიდის კუთხეს დაარტყა, რამაც სილურჯეები გამოიწვია“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ასპირინის დიდი დოზები მას სისხლჩაქცევებს ადვილად უჩენს, რაც მისმა ექიმმა ადრეც აღნიშნა.
"მე ვიტყოდი: მიიღეთ ასპირინი, თუ გსურთ გულის დაცვა, მაგრამ ნუ მიიღებთ ასპირინს, თუ არ გსურთ სისხლჩაქცევები", - თქვა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე და დასძინა: "მე ვიღებ ასპირინის მაღალ დოზას და როდესაც მაღალ დოზას იღებ, ამბობენ, რომ სისხლჩაქცევები გიჩნდებათ. ექიმმა მითხრა: "ბატონო, ამის მიღება არ გჭირდებათ, თქვენ ძალიან ჯანმრთელი ხართ". მე ვუთხარი: "არ მინდა რისკზე წასვლა", - განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.
