ცნობილი ამერიკელი რეპერის, სნუპ დოგის შვილიშვილი გარდაიცვალა - გოგონა თითქმის ერთი წლის იყო. კოდის გარდაცვალების შესახებ მისმა დედამ, 26 წლის კორი ბროდუსმა, რეპერის უმცროსმა ქალიშვილმა განაცხადა.

გოგონა ორსულობის 25-ე კვირას, მძიმე HELLP სინდრომის გამო დაიბადა, რაც საშიში გართულებაა, რომელიც დედისა და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. კორი ბროდუსმა კვეთით იმშობიარა.

კოდიმ თითქმის მთელი ცხოვრება საავადმყოფოში გაატარა: ის და მისი დედა დაახლოებით ათი თვე ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდნენ.

ისინი 2026 წლის იანვრის დასაწყისში გაწერეს, მაგრამ გოგონა დაახლოებით 20 დღის შემდეგ გარდაიცვალა.