ცუნამის საშიშროების შესახებ გაფრთხილება აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპიროს დიდი ნაწილისთვის კვლავ ძალაშია, თუმცა ზოგიერთ რაიონში გაფრთხილება უკვე გაუქმდა. 

ცუნამის გაფრთხილებები აღარ მოქმედებს ალასკის სანაპიროს დიდი ნაწილისთვის. გაფრთხილებები ასევე მოიხსნა სამხრეთ კალიფორნიის ზოგიერთ ნაწილში.

ცუნამის გაფრთხილებები კვლავ ძალაშია ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროს დაახლოებით 56 კილომეტრის რადიუსში.

ცნობისთვის, რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 119 კმ-ის დაშორებით და 19,3 კმ-ის სიღრმეში იყო.