აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას არ დაეხმარებიან, ეს NATO-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება.
ჟურნალისტებმა დონალ ტრამპს ჰკითხეს, დაეკონკრეტებინა თუ რა იგულისხმებოდა საჭირო დახმარებაში, რაზეც მან უპასუხა: "ნებისმიერი".
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა გაგზავნონ ნაღმოსნები, რომლებიც ევროპას გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე აშშ-ს.
"ჩვენ გვაქვს NATO. ჩვენ ძალიან კეთილები ვიყავით. არ ვიყავით ვალდებული, მათთვის დახმარება გაგვეწია უკრაინის საკითხში. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა… მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი, რადგან დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი იქ იქნებიან", – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი "დაახლოებით შვიდ" ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰორმუზის სრუტის "პატრულირებასთან" დაკავშირებით.
ტრამპის თქმით,საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რომელი ქვეყნები დაეხმარებიან აშშ-ს ამ საქმეში, რასაც მან "ძალიან მცირე წამოწყება" უწოდა.
"მივიღებთ თუ არ მივიღებთ მხარდაჭერას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ დავიმახსოვრებთ", - განაცხადა ტრამპმა.
