"ძირითადად განვიხილავთ დამოუკიდებელი ევროპის საკითხს, ჩვენ უნდა შევამციროთ გარე დამოკიდებულება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა იმპორტირებული ენერგია, ნავთობი და ასე შემდეგ", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი იმართება.

"დაკავშირებადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის, მას აქვს გადამწყვეტი როლი ცენტრალურ აზიასა და კავკასიას შორის კავშირის გამყარების თვალსაზრისით," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობს. ერევანში მსოფლიო ლიდერები იმყოფებიან. ირაკლი კობახიძე დღეს დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ დისკუსიაში ჩაერთვება. გარდა ამისა პრემიერი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში. "მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" - ასეთია ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის სლოგანი, ფორუმს 50-მდე ქვეყნისა და მთავრობის ლიდერი ესწრება.