რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე, უკრაინასთან 32-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც CNN-ი იუწყება, ეს მაშ შემდეგ მოხდა, რაც უკრაინელმა კოლეგამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მოქმედებების შეჩერება შესთავაზა.

მედიის ინფორმაციით, პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის ჯარებს, შაბათს, 16:00 საათიდან კვირა დღის ბოლომდე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა დაევალათ.

კრემლის განცხადებაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იუწყება, ნათქვამი იყო, რომ მათ მოწინააღმდეგის თავდასხმებისგან დავის დაცვის ვალდებულება აქვთ.

"რუს ჯარებს უბრძანეს ამ პერიოდში, ყველა ფრონტზე საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ჯარები მზად უნდა იყვნენ მტრის მხრიდან ნებისმიერი შესაძლო პროვოკაციის, ასევე მისი მხრიდან ნებისმიერი აგრესიული ქმედების მოსაგერიებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.