იტალიაში, კუნძულ სიცილიის ქალაქ ნიშემის 25 000 მცხოვრები უკვე რამდენიმე კვირაა 25 მეტრის სიღრმის უფსკრულის პირას ცხოვრობს.

25 იანვარს, ციკლონ "ჰარის“ მიერ გამოწვეული ძლიერი წვიმების შემდეგ, დამანგრეველმა მეწყერმა მთელი ფერდობი ჩამოშალა და 4 კილომეტრის სიგრძის უფსკრული შექმნა. გზები ჩამოინგრა, მანქანები მიწამ ჩაყლაპა და ქალაქის შენობები ხეობაში ჩავარდა. ინფორმაცია the guardian-ი ავრცელებს.

ათობით სახლი სახიფათოდ არის ჩამოკიდებული მეწყრის კიდეზე. არასტაბილური მიწის ზეწოლის ქვეშ გზის მონაკვეთები და შენობები ნგრევას აგრძელებს.

როგორც მედია წერს, ხელისუფლებამ უკვე 1600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ისტორიული ცენტრის მთელი მონაკვეთები რისკის ქვეშაა, მათ შორის, მე-17 საუკუნის ეკლესიები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოინგრეს.

გეოლოგებისა და გარემოსდაცვითი ექსპერტების აზრით, ნიშემიში მეწყერი იმის უახლესი ნიშანია, თუ როგორ ცვლის კლიმატის ცვლილება ხმელთაშუა ზღვას, სადაც ათწლეულების განმავლობაში უხარისხო სამშენებლო პრაქტიკას და ურბანიზაციის არეულობას ყურადღებას არ აქცევდნენ.

მედიის ცნობით, ამჟამად ქალაქში წითელი ზონები მოქმედებს, სადაც გრუნდტის ჩამოშლისა და შენობების ჩამონგრევის მაღალი რისკია.